მიუღებელია ჩვენი გუნდის მიმართ ბრალდებები და მითუმეტეს, შეურაცხყოფა - გიორგაძე "უცნობს" პასუხობს
ამობეჭდვა · 15 / 12 / 2017 12:20
მიუღებელია ჩვენი გუნდის მიმართ ბრალდებები და მითუმეტეს, შეურაცხყოფა - გიორგაძე "უცნობს" პასუხობს

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიხეილ გიორგაძისთვის გიორგი გაჩეჩილაძის (უცნობი) ბრალდებები მიუღებელი და შეურაცმხყოფლია.

"ჩვენს გუნდში გამოვრიცხავ ასეთ შესაძლებლობას. იმაზე მეტის თქმა, რაც პრემიერმა ბრძანა ამ საკითხთან დაკავშირებით უბრალოდ შეუძლებელია. პირადად ჩემთვის ასევე მიუღებელია ასეთი ბრალდებები ჩვენი გუნდის მიმართ და მითუმეტეს შეურაცხყოფა, რომელიც გაჟღერდა სხვადასხვა ეთერში. თუმცა როგორც პრემიერმა აღნიშნა, ნებისმიერ მოქალაქეს სრული უფლება და საშუალება აქვს, მიმართოს შესაბამის უწყებებს გარკვეული კითხვების ქონის შემთხვევაში და ამ უწყებებმა შესაბამისი დასკვნები უნდა დადონ", - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

საქმე ეხება სასწრაფო დახმარების მანქანებზე გამოცხადებულ ტენდერს, სადაც „სიტროენ ჯორჯიას“ დისკვალიფიკაცია მისცეს და მანქანები უფრო ძვირად, მისი კონკურენტისგან იყიდეს.

სასამართლოს გარდა, მთვარობაში უკანონო გარიგებების შესახებ საქმეების შესწავლას იწყებს კონკურენციის სააგენტო. ნოდარ ხადურის უწყებამ ერთ თვეში უნდა დადოს დასკვნა, ხდება თუ არა სპორტის მინისტრის კომპანიების ლობირება და სხვა ავტო იმპორტიორების ჩაგვრა.

აღნიშნულთან დაკავშირებით „სიტროენის“ სარჩელზე სასამართლოში დავა უკვე მიმდინარეობს, რამდენიმე დღის წინ კი კომპანიამ კონკურენციის სააგენტოსაც მიმართა.

ტეგები