სადაო ტენდერებში გოგი თოფაძის შვილის კომპანიის ინტერესები იკვეთება
ამობეჭდვა · 15 / 12 / 2017 12:24
სადაო ტენდერებში გოგი თოფაძის შვილის კომპანიის ინტერესები იკვეთება

კორუფციული სკანდალი საქართველოს ხელისუფლებაში დავების საბჭოს წევრის სკანდალური განცხადებით გრძელდება. მამუკა ტუსკაძე, კარტელური გარიგების კიდევ ერთ მთავარ ფიგურანტს ასახელებს. ტუსკაძე „ჰიუნდაი ავტოს“ ჩართულობაზე საუბრობს, რომელმაც მისი თქმით, გიორგი გაჩეჩილაძის სიძის კომპანია „სიტროენ ჯორჯია“ ტენდერიდან მოხსნა.  

„ჰუნდაი ავტოს“ მფლობელი ირაკლი თოფაძეა, რომელიც გოგი თოფაძის შვილია. ტუსკაძე ამბობს, რომ სწორედ ამ კომპანიის სასარგებლოდ, ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით, ტენდერიდან სიტროენი უკანონოდ მოიხსნა.

„ტენდერი სინამდვილეში მოიგო "ჰიუნდაი ავტომ", „ჰიუნდაი ავტოს“ მფლობელი, შეგიძლიათ საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით ნახოთ, რომ არის ირაკლი თოფაძე. ირაკლი თოფაძე არის ის ცნობილი ირაკლი თოფაძე, გოგი თოფაძის შვილი. აქედან გამომდინარე, ხეჩიკაშილის კომპანიებიც მონაწილეობდნენ ამ ტენდერშიც, ეს არის „იბერ კომპანი“, რომელიც მეოთხე ადგილზე გავიდა და საერთოდ არც განუხილავთ მისი დოკუმენტაცია.

"ამ შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტრო მართალია იმიტომ, რომ არც კი განუხილავს მაგ კომპანიის დოკუმენტები და შედეგად „ჰიუნდაი ავტო“, რომელიც არის ირაკლი თოფაძის, საერთოდ სხვა ფლანგზე არის ბრძოლა სინამდვილეში და ამ დროს პრემიერმინისტრი და მისი მეგობარი დაუპირისპირდნენ თოფაძემ რომ ტენდერი მოიგო იმის გამო ერთმანეთს. შემიძლია ვთქვა ღიად, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ჰქონდა ინტერესი,“ - აცხადებს მამუკა ტუსკაძე.

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ირაკლი თოფაძე „ჰიუნდაი ავტოს“ სოლიდური წილის მფლობელია.

ტეგები