"სიტროენ ჯორჯიას" საქმეზე პრემიერთან არ მისაუბრია - ნოდარ ხადური
ამობეჭდვა · 15 / 12 / 2017 13:23
"სიტროენ ჯორჯიას" საქმეზე პრემიერთან არ მისაუბრია - ნოდარ ხადური

კონკურენციის სააგენტო „სიტროენ ჯორჯიასგან" დაზუსტებულ ინფორმაციას ელოდება და შეეცდება, მოკვლევა ერთთვიანი ვადის ამოწურვამდე დაიწყოს. ამის შესახებ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ნოდარ ხადურმა განაცხადა.

მისივე თქმით, მოკვლევა ვერ დაიწყება, სანამ კონკურენციის სააგენტო ყველა ინფორმაციას არ მიიღებს. ხადურის განცხადებით,  მას ამ საკითხზე პრემიერმინისტრთან არ უსაუბრია.

მომღერალმა და ბიზნესმენმა გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) 12 დეკემბერს, კომპანია „სიტროენ ჯორჯიას“ წარმომადგენლებთან ერთად პრესკონფერენცია გამართა და თქვა, რომ ტენდერებს მხოლოდ ხელისუფლების წევრებთან დაკავშირებული კომპანიები იგებენ.

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გია გაჩეჩილაძეს მოუწოდა სასამართლოს მიმართოს.

ტეგები