აშშ-ს კონგრესში ქართული ღვინის ყოველთვიური მიღება გაიმართა
ამობეჭდვა · 15 / 12 / 2017 17:04
აშშ-ს კონგრესში ქართული ღვინის ყოველთვიური მიღება გაიმართა

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩომ,  საშობაოდ აშშ-ს კონგრესში ქართული ღვინის მიღებას უმასპინძლა.

ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა აშშ-ში დავით ბაქრაძემ და სტუმრებს დამდეგი დღესასწაულები მიულოცა.

ქართული ღვინის მიღებას ესწრებოდნენ აშშ-ს კონგრესის თანამშრომლები, ასევე საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული ქარტიის ხალხთაშორისი და კულტურული ურთიერთობების ჯგუფის დიალოგის ფარგლებში ვაშინგტონში ვიზიტად მყოფი საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკალიანის ხელმძღვანელობით.

ღონისძიება ატლანტიკურ საბჭოსთან პარტნიორობით გაიმართა და ყოველთვიურ ღონისძიებად ჩამოყალიბდა.

ტეგები