ქართულმა ფილმმა პორტუგალიის ფესტივალზე ჯილდო მოიპოვა
ამობეჭდვა · 16 / 12 / 2017 13:25 · 14 ნახვა
ქართულმა ფილმმა პორტუგალიის ფესტივალზე ჯილდო მოიპოვა

პორტუგალიის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე „8 წუთი“ საუკეთესო სცენარის ნომინაციაში გამარჯვებულად დასახელდა.

მანამდე „8 წუთი“ მანჰეტენის ფესტივალზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ის ახალგაზრდა რეჟისორებს გიორგი გოგიჩაიშვილს, დათო აბრამიშვილს, სცენარისტებს მარი ბექაურს, ზაზა კოშკაძეს, ასევე პროდიუსერებს გეგა ხმალაძეს და მაგდა დათუაშვილს აერთიანებს.

ფილმის სცენარი აპოკალიფსური შინაარსისაა. ფილმის სათაური უკავშირდება იმ დროს, რომელიც მზის ჩაქრობის შემთხვევაში დედამიწაზე სინათლის სხივის გაქრობას სჭირდება. ფილმში მთავარ როლებს ანა ბებია, გიორგი შარვაშიძე და სლავა ნათენაძე ასრულებენ.

ტეგები