ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი გახდა
ამობეჭდვა · 16 / 12 / 2017 14:27 · 29 ნახვა
ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი გახდა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ არჩეულში  მდებარე ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. 

გურული ტიპის ოდა-სახლი აგებულია წაბლის ხის მასალისაგან, ერთსართულიანია, შემდგარია ქვის ბოკონებზე, შედგება სამი ოთახისგან.

შენობას ამშვენებს რიკულებიანი აივნები ხის კიბით, გადახურულია მარსელის კრამიტით, სამთავე ოთახში არის ბუხარი. სახლი საგვარეულო იყო, იგი ეკუთვნოდა ეგნატეს მამას, ბიძას და მამიდებს.

ოთახები მოწყობილია მათი მემორიალური ნივთებით. სახლს გარშემო აკრავს ნაკრძალი ტყე, ასწლოვანი ხეებით, საერთო ფართობით 7 ჰექტრამდე.

ტეგები