პიცერიას თანამშრომლებმა კლიენტები - ორი გოგო და ბიჭი სცემეს (ვიდეო)
ამობეჭდვა · 16 / 12 / 2017 15:30

კიევში, პიცერიას თანამშრომლებმა კლიენტები - ორი გოგო და ბიჭი სცემეს. სტუმრები პიცერიაში გვიან ღამით, მივიდნენ და მათ ადმინისტრატორ ქალთან კონფლიქტი მოუვიდათ, რის შემდეგადაც პიცერიის თანამშრომლებმა სტუმრები შენობის გარეთ გაიყვანეს და სასტიკად გაუსწორდნენ. მამაკაცის განმარტებით, კონფლიქტი პიცერიის ადმინისტრატორმა მათთვის გაუგებარი მიზეზით დაიწყო.