"ბერას კრიტიკა იმის გამო, რომ მამამისის შვილია, სულმდაბლობა მგონია"
ამობეჭდვა · 16 / 12 / 2017 16:58
"ბერას კრიტიკა იმის გამო, რომ მამამისის შვილია, სულმდაბლობა მგონია"

„ხალხო! მდიდარს და ხელისუფალს ჩემი დაცვა არ სჭირდება, ასე ვფიქრობ მე. ამქვეყნად და ამ ქვეყანაში დასაცავი და დასახმარებელი ისედაც საკმარისზე მეტია, თუ მაინცდამაინც არსენა მარაბდელი ხარ!

მაგრამ ასევე დიდი სულმდაბლობა მგონია ბერას და მისი სიმღერების კრიტიკა იმიტომ და იმ ელფერით, რომ მამამისის შვილია! საერთოდ, ტეხავს მამების ცუდის შვილებზე პროეცირება. და კარგისაც, ჩემი აზრით. ამიტომ არასდროს მქონია მამაჩემის დამსახურებებსა თუ დივიდენდებზე პრეტენზია, სხვათა შორის. დიდები ხართ უკვე და კი უნდა ხვდებოდეთ.

ჰო, ნაციონალების ადგილას, ნინა წკრიალაშვილის და გოგა ხაჩიძის პატრონი ნიჭზე არ ვილაპარაკებდი. ისე ნუ გამოგყავთ, თითქოს ამ საშობაო კლიპზე უარესი თქვენს მოცარტულ ყურებს არა მოესმინოთ რა!

პ.ს. ასევე აუტანელია ბერას წინაშე მინისტრების და ობერქოცების ლაქუცი და ლიქნა, მაგრამ ეს უკვე ცალკე საუბრის თემაა“, - წერს ცოტნე გამსხურდია.