„სოფელ ვარძიაში არც „ჟენია“ გვყავს და არც „ჟენიას ლომბარდი“ გვაქვს” - გოჭების ლომბარდის ამბავი სიცრუე აღმოჩნდა
ამობეჭდვა · 17 / 12 / 2017 10:20
„სოფელ ვარძიაში არც „ჟენია“ გვყავს და არც „ჟენიას ლომბარდი“ გვაქვს” - გოჭების ლომბარდის ამბავი სიცრუე აღმოჩნდა

სოციალურ ქსელში გავრცელებული და ინფორმაცია, გოჭების ლომბარდის შესახებ, რომელიც თითქოსდა, ხარაგაულის რაიონის სოფელ ვარძიაში ფუნქციონირებს, სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ პორტალ “კვირა“-ს სოფლის რწმუნებულმა, მზექალა გლუნჩაძემ განუცხადა. 

„ვიღაცამ ალბათ იხუმრა და “შაყირობს”. მეც ვნახე ეგ ფოტო. არ მეგონა, ასეთ ყურადღებას თუ მიაქცევდა ვინმე. სოფელში არც „ჟენია“ გვყავს და არც „ჟენიას ლომბარდი“ გვაქვს. მეტი ვერაფერი ნახეს? ვიღაცა “ღადაობს” ალბათ და სოფელს დასცინის. ვიღაცას მეტი ჭკუა არ ეყო? ვარძია სულ სხვა ღირებულებების სოფელია. იცით, რომელი საუკუნის ეკლესიაა ამ სოფელში?! ალბათ ფოტოშოპია, ჩვენ სოფელს კი არა, მიშას ისეთ ფოტოებს უკეთებენ და ეგ ფოტო გაგიკვირდათ?!” – აცხადებს მზექალა გლუნჩაძე.

ფოტო სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა, დათო ჩადუნელმა გაავრცელა. სოფლის რწმუნებული ამბობს, რომ სოფელ ვარძიაში არც დავით ჩადუნელი ცხოვრობს.

ტეგები