ჩილეში მეწყერს 5 ადამიანი ემსხვერპლა
ამობეჭდვა · 17 / 12 / 2017 14:14
ჩილეში მეწყერს 5 ადამიანი ემსხვერპლა

ჩილეში გადაუღებელმა წვიმამ მეწყერი გამოიწვია. მეწყერს ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. განადგურებულია ათობით საცხოვრებელი სახლი. 15 მოქალაქის სამძებრო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. ასობით დაზარალებული ვერტმფრენებით საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, მეწყერმა მთლიანად გაანადგურა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარე სოფელი ვილა-სანტა-ლუცია, რომელიც ტურისტებისთვის პოპულარულ რეგიონშია განლაგებული.

ტეგები