ხვალ თენგიზ არჩვაძის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება
ამობეჭდვა · 17 / 12 / 2017 23:16 · 268 ნახვა
ხვალ თენგიზ არჩვაძის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება

18 დეკემბერს, 16:00 საათზე, ხელოვნების სასახლეში საქართველოს სახალხო არტისტის, სახელმწიფო და რუსთაველის პრემიების ლაურეატის, ქართული თეატრისა და კინოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის, თენგიზ არჩვაძის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.

ხელოვნების სასახლის უკვდავთა ბაღში მსახიობის ხელის ანაბეჭდის საზეიმოდ გაიხსნება, გარდა ამისა, გაიმართება პრეზენტაცია დიმიტრი ღვთისიაშვილის საავტორო წიგნისა - „სახალხო არტისტი თენგიზ არჩვაძე", რომელიც გამოჩენილი ქართველი მსახიობის ცხოვრებისა და შემოქმედების საინტერესო და მნიშვნელოვან ეპიზოდებს ასახავს.

ღონისძიებაზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე მსახიობს ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უმაღლეს ჯილდოს „ხელოვნების ქურუმს" გადასცემს.
 

ტეგები