რუსეთის ფილმსაცავიდან საქართველოში კიდევ 11 ფილმი დაბრუნდა
ამობეჭდვა · 18 / 12 / 2017 14:11
რუსეთის ფილმსაცავიდან საქართველოში კიდევ 11 ფილმი დაბრუნდა

რუსეთის ფილმსაცავ „გოსფილმოფონდში“ დაცული 11 ქართული ფილმი საქართველოში დაბრუნდა. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

კერძოდ, საუბარია 1925-დან 1975 წლამდე პერიოდში გადაღებული შემდეგი ქართული ფილმების ასლებზე:

"ქორწილი“ – რეჟისორი მიხეილ კობახიძე;

"ქოლგა“ – რეჟისორი მიხეილ კობახიძე;

"მუსიკოსები“ – რეჟისორი მიხეილ კობახიძე;

"ფეოლა“ – რეჟისორი ბაადურ წულაძე;

 „შერეკილები“ – რეჟისორი ელდარ შენგელაია;

"ფრთოსანი მღებავი“- რეჟისორი ლეო ესაკია;

"ქაჯეთი“- რეჟისორი კოტე მიქაბერიძე;

"ვინ არის დამნაშავე“ – რეჟისორი ალ. წუწუნავა;

"ამოკი“ – რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი;

"სამანიშვილის დედინაცვალი” – რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი;

“ელისო” – რეჟისორი ნიკოლოზ შენგელაია.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 17 ნოემბერს საქართველოს ოთხი ფილმის ასლი – „ჰოლტზე“ (რეჟისორი ლეო ესაკია), „ამერიკანკა“ (რეჟისორი ლეო ესაკია), „ბუბა“ (რეჟისორი ნუცა ღოღობერიძე) და ფილმი – „უკანასნელ საათს“ (რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი) გადაეცა.

სავარაუდოდ, „გოსფილმოფონდში“ დაცული ქართული კინოარქივის საქართველოში სრულად დაბრუნების პროცესი 7 წლის შემდეგ დასრულდება.

ტეგები