"დურუჯის" გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ამობეჭდვა · 19 / 12 / 2017 19:05 · 25 ნახვა
"დურუჯის" გამარჯვებულები გამოვლინდნენ

თეატრალური პრემია "დურუჯის" გამარჯვებულები დასახელდნენ. ჯილდო ხუთ ნომინაციაში გაიცა:

საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი - დავით დოიაშვილი (ბალიშის კაცუნა);

 საუკეთესო სცენოგრაფი - თამარ ოხიკიამი (ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის თეატრი);

საუკეთესო მსახიობი ქალი – ნატუკა კახიძე (მარჯანიშვილის თეატრი);

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი - კახა კინწურაშვილი (მუსიკისა და დრამის თეატრი);

საუკეთესო თანამედროვე ქართული პიესის ავტორი - თამთა მელაშვილი (გათვლა);

ცერემონია კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა. 5 წევრისგან დაკომპლექტებული ჟიური, ნომინირებულ სპექტაკლებს 3 თვის განმავლობაში აფასებდა, რის შედეგადაც შეირჩა მეორე ტურში მონაწილე 23 ნომინანტი.

დამოუკიდებელი თეატრალური პრემია "დურუჯი" წელს მეცხრედ გაიმართა.

ტეგები