Facebook-ი თქვენი ფოტოს ქსელში გამოჩენის შესახებ დათაგვის გარეშეც შეგატყობინებთ
ამობეჭდვა · 20 / 12 / 2017 00:00
Facebook-ი თქვენი ფოტოს ქსელში გამოჩენის შესახებ დათაგვის გარეშეც შეგატყობინებთ

სოციალური ქსელი Facebook-ი მომხმარებლებს შეტყობინებას გაუგზავნის იმის შესახებ, რომ მისი ფოტო ვიღაცამ ატვირთა. შეტყობინებას მომხმარებლები იმ შემთხვევაშიც მიიღებენ, თუ ფოტოზე არ მოთაგავენ. "იმედინიუსის" ინფორმაციით, ამ სერვისისთვის Facebook-ი სახის ამოცნობის სისტემას გამოიყენებს. 

მომხმარებელს, რომელსაც Facebook-ი ფოტოზე იპოვის, შეუძლია საკუთარი თავი მოინიშნოს, უარი თქვას ან აღნიშნოს, რომ ფოტო თავად არ არის.

თუ ფოტო საჯარო არ არის და მხოლოდ მეგობრებისთვის არის გამოქვეყნებული, ის შეტყობინებას ვერ მიიღებს. 

გარდა ამისა, Facebook-ი სახის ამოცნობის სისტემას გამოიყენებს იმისთვის, რომ მომხმარებლებს შეატყობინოს, თუ მის ფოტოს ვინმე ავატარზე დააყენებს. ამ გზით სოციალურ ქსელს თვითმარქვიებთან ბრძოლა სურს.

ტეგები