პოლიციის აკადემია უმაღლესი განათლებიდან პროფესიულ განათლებაზე ორიენტირებულ უწყებად გარდაიქმნება - შს მინისტრი
ამობეჭდვა · 20 / 12 / 2017 12:41
პოლიციის აკადემია უმაღლესი განათლებიდან პროფესიულ განათლებაზე ორიენტირებულ უწყებად გარდაიქმნება - შს მინისტრი

პოლიციის აკადემია უმაღლესი განათლებიდან პროფესიულ განათლებაზე ორიენტირებულ უწყებად გარდაიქმნება, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

საკომიტეტო მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას შინაგან საქმეთა მინისტრმა ადამიანური რესურსების მართვაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს დღეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

მისი თქმით, ის ინფრასტრუქტურა და ინსტიტუციონალური მოწყობა, რომელიც დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში პოლიციის აკადემიის სახით არსებობს, არის ძლიერი  კომპონენტი, თუმცა შესაძლებელია მისი უფრო ეფექტურად გამოყენება.

"ვთვლით, რომ პოლიციის აკადემია უნდა იყოს პროფესიულ განათლებაზე ორიენტირებული უწყება და ვერ ვხედავთ აუცილებლობას რომ ის იყოს უმაღლესი განათლებით დაკავებული.  შესაბამისად აქაც ვაპირებთ გარკვეულ გადალაგებას. პოლიციის აკადემია უნდა იყოს ერთ-ერთი და საბოლოოდ ერთადერთი  წყარო სისტემაში ადამიანების მოხვედრის,  ეს არის ერთადერთი საუკეთესო საშუალება მოვიზიდოთ საუკეთესო ახალგაზრდა კადრები შინაგან საქმეთა სამინისტროში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ტეგები