ზაზა ფაჩულიამ აშშ-ში საქართველოს დროშა ააფრიალა
ამობეჭდვა · 20 / 12 / 2017 14:48 · 55 ნახვა

NBA-ს 2017 წლის სეზონის ტრიუმფით დასრულების შემდეგ, "გოლდენ სტეიტის" ქართველმა ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ,მილიონობით გულშემატკივრის წინაშე, საქართველოს დროშა ააფრიალა. 

აღნიშნული ქმედება უყურადღებოდ არც "ოკლენდელებს" დარჩენიათ. კლუბმა ზაზა ფაჩულიას სუვენირი (bobblehead) დაამზადა, რომელშიც ქართველ ცენტრს საქართველოს დროშა აქვს მხრებზე მოსხმული.

ასევე ანსამბლი "შვიდკაცა" 21 დეკმებერს გამეთენიისას , "გოლდენ სტეიტის" მორიგ შეხვედრას გახსნის. თამაშის დასაწყისში ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ჰიმნი შესრულდება.

შესვენების დროს კი "შვიდკაცა" სამ ქართულ სიმღერას შეასრულებს: საქართველოს ჰიმნს, ქართული ხალხური სიმღერას და მრავალჟამიერს.

ტეგები