როგორ უნდა მოექცეთ გასული წლის საეკლესიო კალენდარს?
ამობეჭდვა · 20 / 12 / 2017 16:05
როგორ უნდა მოექცეთ გასული წლის საეკლესიო კალენდარს?

ახალი წლის დადგომისთანავე, როდესაც ძველი კალენდარი ფუნქციას კარგავს, ჩნდება კითხვა - როგრ მოვექცეთ გასული წლის საეკლესიო კალენდარს.

წლის დეტალური კალენდარი, დღეების, თვეების, განსაკუთრებული თარიღებისა და მნიშვნელოვანი ინფორმაციის გარდა, წმინდანების გამოსახულების მატარებელიცაა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ქუთაისის წმ გიორგის ტაძრის მღვდელმსახურმა, დეკანოზმა გიორგი კუპრაშვილმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ვადის გასვლისას მორწმუნე კალენდარზე წმინდანის გამოსახულებას სათანადოდ მოეპყროს.

"მაშინ, როცა ძველი კალენდარი ფუნქციას კარგავს, სასურველია, მეპატრონემ კალენდრიდან წმინდანის გამოსახულება ამოჭრას, ხატების კუთხეში განათავსოს ან ტაძარში მიიტანოს", - განაცხადა სასულიერო პირმა.

 


წყარო