27-28 დეკემბერს სამტრედია–გრიგოლეთის საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეიზღუდება
ამობეჭდვა · 21 / 12 / 2017 18:52
27-28 დეკემბერს სამტრედია–გრიგოლეთის საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეიზღუდება

საავტომობილო გზების დეპარატმენტის ცნობით, 27-28 დეკემბერს, „საქართველოს რკინიგზა” სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის, საჯავახოს მონაკვეთზე სარკინიგზო გადასასვლელზე ლიანდაგის შეკეთებას გეგმავს. რისთვისაც საჭიროა, დროის აღნიშნულ პერიოდში, სავალი ნაწილის დროებითი ჩაკეტვა და ავტოტრანსპორტის მოძრაობის გადართვა გრუნტის გზაზე.

„სამუშაოების წარმოების პერიოდში, საავტომობილო გზის მონაკვეთზე, სამუშაოთა წარმოების და ჩაკეტვის ადგილებზე, გამოყოფილი იქნება სათანადოდ აღჭურვილი გამწევი ავტოსატრანსპორტო საშუალება, ასევე „საქართველოს რკინიგზის” შესაბამისი თანამშრომლები (სიგნალისტები), უზრუნველყოფენ სამუშაოების წარმოების პერიოდში საავტომობილო ტრანსპორტის ნაკადის რეგულირებას“, - წერია განცხადებაში.

ტეგები