ხელი არ დაადოს არავინ მელიას, იგივეს აკეთებს, გაანებეთ თავი - პრემიერი
ამობეჭდვა · 22 / 12 / 2017 00:41 · 627 ნახვა

ხელი არ დაადოს არავინ, იგივეს აკეთებს, გაანებეთ თავი, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობას პრემიერმა  გიორგი კვირიკაშვილმა მას შემდეგ, რაც "ნაც მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელია პარლამენტის ტრიბუნიდან ჩამოვიდა და იმ ადგილისკენ გაემართა, სადაც პრემიერ-მინისტრი იჯდა.

ნიკა მელიას დარბაზში ჩასვლას ხმაური მოჰყვა. პარლამენტის თავმჯდომრემ მას დარბაზის დატოვებისკენაც მოუწოდა, თუმცა მელიამ პარლამენტის სხდომათა დარბაზი არ დატოვა.

ტეგები