კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრე პარტიებმა საპარლამენტო არჩევნებში ხმათა უმრავლესობა მოიპოვეს
ამობეჭდვა · 22 / 12 / 2017 10:41
კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრე პარტიებმა საპარლამენტო არჩევნებში ხმათა უმრავლესობა მოიპოვეს

ესპანეთში, კატალონიის სეპარატისტულმა პარტიებმა საპარლამენტო არჩევნებში ხმათა უმრავლესობა მოიპოვეს. შესაბამისად, ისინი საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობით ბრუნდებიან.

პარლამენტში ყველაზე მეტ მანდატი კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრე პარტიების ბლოკმა მიიღო. 

არჩევნების შედეგების თანახმად, სეპარატისტულ ძალებს ერთად 70 ადგილი ექნებათ. მათ ამომრჩეველთა 47,5%-მა დაუჭირა მხარი. 

კატალონიაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 21 დეკემბერს გაიმართა.

ტეგები