კიევის სასამართლოში სააკაშვილის საქმის განხილვა გადაიდო
ამობეჭდვა · 22 / 12 / 2017 13:41
კიევის სასამართლოში სააკაშვილის საქმის განხილვა გადაიდო

კიევის სააპელაციო სასამართლოში საქართველოს  ექსპრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა 3 იანვრამდე გადაიდო. 

სხდომის დაწყებამდე სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის უკრაინის სასამართლო სისტემასარ ენდობა. სააკაშვილის თქმით, უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს განკარგულებით, იმ მოსამართლის წინააღმდეგ, რომელმაც ის გაათავისუფლა, დევნაა დაწყებული. გარდა ამისა, სააკაშვილის მტკიცებით, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ იუსტიციის საბჭოს მიმართა იმ სასამართლოების გაუქმების მოთხოვნით, რომლებიც მის საქმეს განიხილავს.

დღეს, კიევის სააპელაციო სასამართლოს მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით გენერალური პროკურატურის საჩივარი უნდა განეხილა.კერძოდ,  გენერალურმა პროკურატურამ გაასაჩივრა კიევის პეჩერსკის რაიონული სასამართლოს 11 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომელმაც მიხეილ სააკაშვილს წინასწარი პატიმრობა არ შეუფარდა და ის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

უკრაინის გენპროკურატურა მიხეილ სააკაშვილს ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების ხელშეწყობაში ადანაშაულებს.

ტეგები