ე.წ. ჩაწყობილი თამაშების მიმართ ყოველთვის შეურიგებლები ვიქნებით - გიორგაძე
ამობეჭდვა · 22 / 12 / 2017 15:43
ე.წ. ჩაწყობილი თამაშების მიმართ ყოველთვის შეურიგებლები ვიქნებით - გიორგაძე

სპორტისა და კულტურის მინისტრის მიხეილ გიორგაძის განცხადებით, ე.წ. ჩაწყობილი თამაშების მიმართ ყოველთვის შეურიგებლები იქნებიან. ამის შესახებ გიორგაძემ ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე კალათბურთის მსაჯებისა და მწვრთნელების დაკავების საკითხზე ისაუბრა.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე ინფორმაცია აქვს, თუმცა დამატებით დეტალებს საგამოძიებო უწყება გაახმაურებს.

„ჩაწყობილი თამაშები არამარტო საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს პრობლემაა. ჩვენ სეთ ფაქტებთან მიმართებაში ყოველთვის შეურიგებლები ვიქნებით” – აცხადებს მიხეილ გიორგაძე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები, ასევე საკალათბურთო კლუბ „სოხუმი“-ს მწვრთნელი და ამავე კლუბის თანამფლობელი დააკავეს. სამართალდამცველებმა 5 პირ დააკავეს.

ტეგები