კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი დაკავებულ მსაჯებზე პირველ კომენტარს აკეთებს
ამობეჭდვა · 22 / 12 / 2017 16:20
კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი დაკავებულ მსაჯებზე პირველ კომენტარს აკეთებს

კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პაატა გურასპაულის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ე.წ. ჩაწყობილ თამაშებთან დაკავშირებით დაკავებულების ბრალეულობა დადასტურდა, მათ სპორტულ სამყაროში დაბრუნება ვეღარ უნდა შეძლონ. 

„ძალიან ცუდი ფაქტია, თუ ეს ამბავი დადასტურდება, არ მინდა უდანაშაულობის პრეზუფმცია დავარღვიო, მაგრამ დადასტურების შემთვევაში, ასეთი ადამიანები სპორტული სამყაროდან საერთოდ მოკვეთილი უნდა იყვნენ. არ აქვს მნიშვნელობა ვინ არიან ისინი” – აცხადებს პაატა გურასპაული.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები, ასევე საკალათბურთო კლუბ „სოხუმი“-ს მწვრთნელი და ამავე კლუბის თანამფლობელი დააკავეს. სამართალდამცველებმა 5 პირ დააკავეს.

ტეგები