სურამში ყოფილი სანატორიუმი „ფოლადი“ იყიდება
ამობეჭდვა · 22 / 12 / 2017 16:32 · 47 ნახვა
სურამში ყოფილი სანატორიუმი „ფოლადი“ იყიდება

პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში, კურორტ სურამში მდებარე ყოფილი სანატორიუმი „ფოლადის“ ტერიტორიაზე 30511 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 27 შენობა-ნაგებობა პირობიან ელექტრონულ აუქციონზე იყიდება .

დაბა სურამში, ჩუმათელეთში მდებარე ყოფილი ბანაკი „ფოლადი“ 30511 კვ.მ. მიწის ნაკვეთზეა განთავსებულია და მიმზიდველია სასტუმრო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ პირობიან ელექტრონულ აუქციონზე უძრავიქონება საწყის ღირებულებად- 890 000 ლარად გამოიტანა. აუქციონის პირობების მიხედვით, მყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა.  

პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ გულისხმობს ტურისტულად ყველაზე აქტიურ რეგიონებში მდებარე სახელმწიფო ქონების ინვესტორებისთვის შეთავაზებას სასტუმრო-ინფრასტრუქტურის მოსაწყობად.

პროექტის ფარგლებში დღეისმდგომარეობით გაყიდულია 39 400 501 ლარის უძრავი ქონება, ხოლო სასტუმროების ასაშენებლად განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა არანაკლებ 59 200 000 ლარს შეადგენს.

აუქციონის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.eauction.ge/Home/EntityView/488602

ტეგები