კალათბურთის ფედერაცია ჩაწყობილ თამაშებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ამობეჭდვა · 22 / 12 / 2017 18:29
კალათბურთის ფედერაცია ჩაწყობილ თამაშებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გამგეობამ ე.წ. ჩაწყობილ თამაშებზე რამდენიმე პირის დაკავებაზე სპეციალური განცხადება გაავრცელა.

"კალათბურთის ფედერაცია გმობს მომხდარ ფაქტს და მზადაა გამოძიებასთნა ითანამშრომლოს ეხლაც და მომავალშიც, რათა დროულად და სრულყოფილად მოხდეს გამოძიება და დაისაჯოს ყველა ის პირი, ვისაც შეხება ჰქონდა აღნიშნულ ფაქტთან. ამგვარი ფაქტების გამოვლენა და აღმოფხვრა ფედერაციის ინტერესებშია, რადგან კალათბურთის სამყაროს სახელს უტეხს. ჩვენ ამასთან შეგუებას არ ვაპირებთ,"- განაცხადა ფედერაციის პრეზიდენტმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სამი მსაჯისა და ორი მწვრთნელის დაკავება საკალათბურთო ჩემპიონატის „სუპერლიგის“ სამი მატჩის ჩაწყობას უკავშირდება.

როგორც სუსის განცხადებაშია ნათქვამი, მსაჯებმა და მწვრთნელებმა აღნიშნული თამაშების კონკრეტული შედეგებით დასრულების სანაცვლოდ ჯამში, 36 000 ლარი აიღეს.

ტეგები