ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე დაკავებულებს ბრალს სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ
ამობეჭდვა · 23 / 12 / 2017 11:56
ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე დაკავებულებს ბრალს სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ

ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე დაკავებულებს ბრალს სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ. ამის შესახებ საკალათბურთო კლუბ „სოხუმის” მწვრთნელის ვაჟა კვარაცხელიას და ამავე კლუბის თანამფლობელის, თემურ დათიკაშვილის ადვოკატმა, თამარ აბესაძემ განაცხადა.

„სავარაუდოდ, 12:00 საათზე უნდა წაუყენონ ბრალი და დეტალებში იქნება ბრალის ფორმულირება, თუ რა კონკრეტული დანაშაულის ჩადენას ედავებიან. ორივეს ვესაუბრე და ორივე მათგანი საუბრობს იმაზე, რომ გუნდების ასეთ მოსყიდვას და გაყიდული თამაშების შემთხვევას ადგილი არ ჰქონია“, – განაცხადა ადვოკატმა.

22 დეკემბერს, ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე ხუთი პირი დააკავეს, რომლებიც ე.წ. მოდულის შენობაში არიან მოთავსებული. „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები – ზაზა მაჩალაძე, ირაკლი ბერიშვილი და დავით ბერიშვილი, ასევე საკალათბურთო კლუბ „სოხუმი“-ს მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია და ამავე კლუბის თანამფლობელი – თემურ დათიკაშვილი დააკავეს“, – აცხადებენ სუს-ში.

ტეგები