ნათია თოდუა ევროვიზიაზე შესაძლოა, გერმანიის სახელით გამოვიდეს
ამობეჭდვა · 24 / 12 / 2017 15:13 · 92 ნახვა
ნათია თოდუა ევროვიზიაზე შესაძლოა, გერმანიის სახელით გამოვიდეს

გერმანული Voice-ის გამარჯვებული ნათია თოდუა ევროვიზიის კონკურსზე შესაძლოა, გერმანიის სახელით წარდგეს. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Bild-ი წერს.

„რატომაც არა? ქართველი მომღერალი შეძლებდა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ხმების მიღებას“ - წერს Bild-ი.

გამოცემის ცნობით, მისი კანდიდატურა აქტიურად განიხილება.

შეგახსენებთ, ქართველი მომღერალი, ნათია თოდუა The Voice of Germany-ის გამარჯვებული გახდა. 21 წლის ქართველმა მომღერალმა ხმების უმრავლესობა, 50,10% მოიპოვა და კონკურსი მოიგო.ნათია, იანვარში გერმანიის სხვადასხვა ქალაქში გამართულ კონცერტებში მიიღებს მონაწილეობას, შემდეგ კი, სტუდიაში სიმღერებზე მუშაობას გეგმავს

ტეგები