ტეხასში პოლიციელმა შემთხვევით 6 წლის ბავშვი მოკლა
ამობეჭდვა · 24 / 12 / 2017 23:23
ტეხასში პოლიციელმა შემთხვევით 6 წლის ბავშვი მოკლა

ტეხასის შტატში პოლიციელმა შემთხვევით 6 წლის ბავშვი მოკლა. ამის შესახებ Telegraph-ი იუწყება.

შემთხვევა ქალაქ სან-ანტონიოში ბოროტმოქმედის დევნის ოპერაციის დროს მოხდა. დამნაშავე იმ ტრაილერში დამალვას შეეცადა, რომელშიც ბავშვი იმყოფებოდა.

ადგილობრივი შერიფის ცნობით, როცა პოლიცია მას დაეწია, კანონდამრღვევმა ცეცხლი გახსნა. სამართალდამცველებმა ის საპასუხო ცეცხლის დროს მოკლეს, თუმცა 1 ტყვია ტრაილერში მყოფ ბავშვს მოხდა. მოზარდი საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა.

ინციდენტში მონაწილე ოთხივე სამართალდამცველს უფლებამოსილება შეუჩერეს.

ტეგები