მიხეილ სააკაშვილი მესტიაში მომხდარ მკვლელობას ეხმაურება
ამობეჭდვა · 25 / 12 / 2017 19:10
მიხეილ სააკაშვილი მესტიაში მომხდარ მკვლელობას ეხმაურება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მესტიაში მომხდარ მკვლელობას. სააკაშვილი მომხდარ ფაქტს სოციალურ ქსელ ”ფეისბუქში” ეხმაურება.

”შეძრული ვარ, ”ნაციონალური მოძრაობის”, მესტიის ორგანიზაციის თავმჯდომარის, ლომერ ლიგურიანის მკვლელობით. ძალიან ღირსეული კაცი დააკლდა ქვეყანას. მიმაჩნია, რომ ეს არის ივანიშვილის მიერ შექმნილი სიძულვილის კლიმატის პირდაპირი გამოძახილი. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ყველა ახლობელს”, - წერს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მესტიის საკრებულოს წევრი დღეს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. შსს-ს ინფორმაციით, ლომერ ლიგურიანის მკვლელობას წინ პირადი კონფლიქტის საფუძველზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

ტეგები