ე.წ. ჩაწყობილი მატჩების საქმეში, სავარაუდოდ, ჩინური ბუკმეიკერული კომპანიები ფიგურირებენ
ამობეჭდვა · 26 / 12 / 2017 11:03
ე.წ. ჩაწყობილი მატჩების საქმეში, სავარაუდოდ, ჩინური ბუკმეიკერული კომპანიები ფიგურირებენ

ე.წ. ჩაწყობილი მატჩების საქმეში, სავარაუდოდ, ჩინური ბუკმეიკერული კომპანიები ფიგურირებენ.  „ინტერპრესნიუსისთვის“ ინფორმაციით, კალათბურთის ჩაწყობილ თამაშებზე ფსონები ჩინეთში იდებოდა. 

გამოძიების მასალების თანახმად, პირი, რომელიც ბრალდებულებს ჩაწყობილ თამაშებში თანხას უხდიდა, ფსონებს საზღვარგარეთ დებდა. საქმეში ქართული საბუკმეიკერო კომპანიები ამ ეტაპზე არ ფიგურირებენ. 

გარიგებული მატჩების საქმეზე, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, სუს-მა კალათბურთის მსაჯები და საკალათბურთო კლუბ „სოხუმის“ მწვრთნელები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გასულ კვირას დააკავა.  კერძოდ, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები -ზაზა მაჩალაძე, ირაკლი ბერიშვილი და დავით ბერიშვილი, ასევე საკალათბურთო კლუბ „სოხუმი“-ს მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია და ამავე კლუბის თანამფლობელი - თემურ დათიკაშვილი დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, რამდენიმე მატჩის ჩაწყობის შედეგად ბრალდებულებმა ჯამში 36 ათასი ლარი მიიღეს. დაკავებული 5 პირიდან 2-მა ბრალი აღიარა და გამოძიებასთან თანამშრომლობს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, ხოლო დანარჩენ სამ ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა. 

ტეგები