საქართველოში ქალების 18% მაკიაჟს ყოველდღე იკეთებს
ამობეჭდვა · 26 / 12 / 2017 12:07 · 55 ნახვა
საქართველოში ქალების 18% მაკიაჟს ყოველდღე იკეთებს

საქართველოში ქალების 18% მაკიაჟს ყოველდღე იკეთებს, ხოლო 38% არასოდეს. საკითხზე კვლევა IPM-მა ჩაატრა. გამოკითხვაში მონაწილეობა 500-მა რესპონდენტმა მიიღო.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ 18-34 წლის ასაკში იმ ქალების რაოდენობა, რომლებიც ყოველდღიურად ატარებენ მაკიაჟს, გაცილებით მეტია მათთან შედარებით, რომლებიც საერთოდ არ იკეთებენ მაკიაჟს. 35-54 წლის ქალებში ყოველდღიურად ამ აქტივობით დაკავებულთა რიცხვი უფრო მცირეა, ვიდრე მათი რაოდენობა, ვინც არასდროსატარებს მაკიაჟს.

54 წლის შემდეგ ქალების მხოლოდ 2% აგრძელებს მაკიაჟის ყოველდღიურ ტარებას. ამ ასაკიდან ქალების 79% მაკიაჟს აღარ/არ იკეთებს.

ზრდასრული ასაკიდან მოყოლებული, 64 წლის ქალს ცხოვრების 75 დღე მაკიაჟის კეთებაში აქვს გატარებული. მაშინ, როცა 2006 წლის მდგომარეობით, ეს მონაცემი 34 დღე იყო.

ტეგები