სევდანარევი სიამაყით გამცნობთ – გიორგი მახარაძეს ერთ ღამეში 4000 დოლარზე მეტი შეუგროვეს
ამობეჭდვა · 26 / 12 / 2017 13:45
სევდანარევი სიამაყით გამცნობთ – გიორგი მახარაძეს ერთ ღამეში 4000 დოლარზე მეტი შეუგროვეს

მსახიობ გიორგი მახარაძეს, რომელიც მძიმე სენს ებრძვის, ერთ ღამეში 4000 დოლარზე მეტი შეუგროვდა. Gofundme-ს მეშვეობით, გიორგის, ძირითადად, ქართველი ემიგრანტები ეხმარებიან. ინფორმაციას გიორგი ნიკოლაიშვილი ავრცელებს.

„ძვირფასო მეგობრებო, სევდანარევი სიამაყით ვწერ ამ სტატუსს. გიორგი მახარაძის დასახმარებელი თანხა ყოველ საათში იზრდება. 12 საათში უკვე $4,000-ზე მეტი მოვაგროვეთ. გთხოვთ, გააგრძელოთ წინა პოსტის გაზიარება, რათა ბევრმა ნახოს და თანხა ჩარიცხოს. ასეთი ერთსულოვანი, ასეთი გაერთიანებული ქართველები მიყვარს. ჩვენ ყოველდღიურად ვამტკიცებთ, რომ ამერიკის ქართული ემიგრაცია საუკეთესოა მსოფლიოში. ჩვენ ერთად დგომით სხვას ვაძლიერებთ. დავფიქრდეთ, არავის იცის, გიორგის შემდეგ ვინ იქნება ჩვენი ბენეფიციარი. დღეს გაღებული თუნდაც $1, ხვალ სიკეთით დაგვიბრუნდება. ჩვენი სულების გადასარჩენად; ჩვენი მომავლისთვის, გავაგრძელოთ ასეთი სოლიდარობა და დავეხმაროთ ახალგაზრდა ნიჭიერ მსახიობს, რათა გადარჩეს! უდიდეს მადლობას გეუბნით ყველას!

ჩვენ ეს შეგვიძლია!

ჩვენ ერთად ერთი ვართ!

სიკეთე ხომ ყველაზე სწრაფად გადამდებია“.

გახსნილია ანგარიში მისი დედის, თეონა ჩივაძის სახელზე:

TBC ბანკი

TBCBGE22

მიმღების დასახელება:

თეონა ჩივაძე

ანგარიშსწორების ანგარიში:

GE16TB7747845061100065", - აცხადებს ნიკოლაიშვილი.

ტეგები