ხვალ ძიუდოში საქართველოს ჩემპიონატი იწყება
ამობეჭდვა · 26 / 12 / 2017 19:55 · 37 ნახვა
ხვალ ძიუდოში საქართველოს ჩემპიონატი იწყება

27-28 დეკემბერს ძიუდოს აკადემიაში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართება, რომელშიც 90კგ წონით კატეგორიაში მძიმე ტრავმის შემდეგ პირველად ავთანდილ ჭრიკიშვილი იასპარეზებს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ავრცელებს. 

ჭრიკიშვილის ტატამზე დაბრუნება უფრო გვიან იგეგმებოდა, მაგრამ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ მისი საქართველოს ჩემპიონატზე ასპარეზობა გადაწყდა.

ამავე წონაში გამოვა მსოფლიო მასტერსის გამარჯვებული ბექა ღვინიაშვილი. საქართველოს ჩემპიონატზე ასევე იჭიდავებს ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი, აგრეთვე ზებედა რეხვიაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი, ლევან მატიაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი და საქართველოს ნაკრების სხვა წევრები.

წინასწარი შეხვედრები, ორივე დღეს, 10:00-იდან დაიწყება. ფინალური ბლოკი კი სტარტს 17:00-ზე აიღებს.

ტეგები