8 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
ამობეჭდვა · 27 / 12 / 2017 14:08
8 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

2017 წლის 27 დეკემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 8 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ორმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნა 13 450 000 ლარი იყო. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.650 პროცენტით, მაქსიმალური 8.150პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 7.947 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 8.000 პროცენტs შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

ტეგები