"ტრაპიზონში დაკავებული საქართველოს მოქალაქე ჩატაევის გარემოცვის წევრია" - ახალი დეტალები ტერორიზმის საქმეში
ამობეჭდვა · 27 / 12 / 2017 15:08
"ტრაპიზონში დაკავებული საქართველოს მოქალაქე ჩატაევის გარემოცვის წევრია" - ახალი დეტალები ტერორიზმის საქმეში

ანალიტიკოს, ნინო ბურჭულაძის ინფორმაციით, თურქეთში, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებული მამაკაცი თურქეთში ახმედ ჩატაევის გარემოცვის წევრი იყო. 

"დაკავებული მამაკაცი ითვლებოდა, თურქეთში ახმედ ჩატაევის გარემოცვს წევრად. ადრეც ვთქვი, რომ ჩატაევი 6 თვის განმავლობაში თურქეთში იმყოფებოდა და იქ ყოფნის პერიოდში, ის იყო მისი გარემოცვის წევრი. 

ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია, აქვს თუ არა კავშირი ტრაბზონის პროვინციაში ჩატარებულ სპეცოპერაციას საქართველოში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან. ისიც ვერ გავარკვიეთ დაკავებული მამაკაცი სირიაში ომობდა თუ არა"- უთხრა "ნიუპოსტს" ბურჭულაძემ. 

თურქეთში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ სპეცოპრაცია ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც ტრაბზონის პროვინციაში საქართველოს ორი მოქალაქე, ცოლ-ქმარი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ვარცელებს.

არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები თურქეთის ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფებოდნენ. დაკავებულების საცხოვრებელის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა „ისლამური სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული სხვადასხვა დოკუმენტაცია ამოიღეს.

 


წყარო

ტეგები