ბათუმში პიროტექნიკით მოზარდი დაშავდა
ამობეჭდვა · 27 / 12 / 2017 22:03
ბათუმში პიროტექნიკით მოზარდი დაშავდა

ბათუმში პიროტექნიკის აფეთქების შედეგად, მცირეწლოვანი ბავშვი დაშავდა. ინფორმაციას სააგენტო "პირველი" ავრცელებს.

7 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია. მცირეწლოვანი ხელის დაზიანებებით, თბილისში იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. 

ფაქტზე საქმე სსსკ124-ე მუხლით აღძრულია , რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

ტეგები