ხატები გინდა, რომ ჩამოხსნან და ტაძრებში შენი სურათები გააკრან - შატბერაშვილი ნათელაშვილს
ამობეჭდვა · 28 / 12 / 2017 00:16 · 167 ნახვა
 ხატები გინდა, რომ ჩამოხსნან და ტაძრებში შენი სურათები გააკრან - შატბერაშვილი ნათელაშვილს

“მემარცხენე ალიანსის” ლიდერი, სოსო შატბერაშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით შალვა ნათლაშვილს  მიმართავს.

“კარგი ჰო! ვერა-ვაკე და ზოგადად ინტელიგენცია რომ გძულს ეგ გასაგებია, იმიტომ, რომ ”ქაჯს”, ”გოიმს”, ”უტვინოს” და ”გაუზრდელს” გეძახის! მაგრამ ქართული მართლმადიდებლური ეკლესია რაღამ შეგაძულა დღედაღამ ბილწი სიტყვებით რომ მოიხსენიებ? კარგად ვიცი რა კუჭის აშლილობაც გაწუხებს, ხატები გინდა, რომ ჩამოხსნან და ტაძრებში შენი სურათები გააკრან! შენ, რომელსაც კაპიკი გაჭირვებული ადამიანისთვის არ გაგიღია და ერის მეთაურობაზე გაქვს პრეტენზია, მშობლიურ დუშეთის რაიონშიც კი მე 7 ადგილზე გადიხარ უკვე 10 წელიწადია! ამიტომაც გითხრა შენ ერთმა ჭკვიანმა ადამიანმა: ”ნათელა შალვოვნა! კომბალი აიღე და წადი ცხვარში-ო!” – წერს შატბერაშვილი.

შეგახსენებთ შალვა ნათელაშვილმა ტელეკომპანია “იბერიას” ეთერში განაცხადა, რომ ის მსახიობები თუ სპორტსმენები, ვისაც ბიძინა ივანიშილი აფინანსებს არ არიან ე.წ. ინტელიგენციის წარმომადგენლები. ნათელაშვილის თქმით  “ეს არის ვერა-ვაკის პარაზიტული კორპუსი.”

ტეგები