საფრანგეთში ქართველის დაჭრაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს
ამობეჭდვა · 28 / 12 / 2017 10:54
საფრანგეთში ქართველის დაჭრაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საფრანგეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელიც ქართველის დაჭრაშია ეჭვმიტანილი. ინფორმაციას ფრანგულ მედიაზე დაყრდნობით 1tv.ge ავრცელებს.

ინციდენტი ლონჟედუას კომუნაში მდებარე თავშესაფრის მაძიებელთა ცენტრში მოხდა.

მედიის ცნობით, ორი კაცი ერთმანეთს დაუპირისპირდა. ერთ-ერთმა ცივი იარაღი გამოიყენა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

33 წლის დაჭრილი კაცის პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 

ტეგები