სპორტულმა ჟურნალისტებმა წლის სპორტსმენად ლაშა ტალახაძე დაასახელეს
ამობეჭდვა · 29 / 12 / 2017 00:05 · 22 ნახვა
სპორტულმა ჟურნალისტებმა წლის სპორტსმენად ლაშა ტალახაძე დაასახელეს

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა. სპორტულ ჟურნალისტთა რჩეული წელს ძალოსანი ლაშა ტალახაძე გახდა. მან ეს ჯილდო ზედიზედ უკვე მეორედ მიიღო. მანამდე ტალახაძეს საუკეთესო სპორტსმენის ტიტული საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა მიანიჭა.

სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ვერსიით, საუკეთესოთა შორის მეორე ადგილზე NBA-ს პირველი ქართველი ჩემპიონი ზაზა ფაჩულია გავიდა, მესამე ადგილი კი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონმა გენო პეტრიაშვილმა დაიკავა.

ტეგები