29 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ამობეჭდვა · 29 / 12 / 2017 00:11
29 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ემოციები მოთოკეთ, დიპლომატიურად იმოქმედეთ. კარგი დღეა ბინისა და ოფისის საახალწლოდ მოსაწყობად. მთავარია, სულიერი კომფორტი შეიქმნათ.

კურო
მგრძნობიარე ხართ და მზად ურთიერთობისთვის. მეტი დრო გაატარეთ ახლობლების გარემოცვაში. კარგი დღეა პროდუქტებისა და საჭირო ნივთების შესაძენად.

ტყუპი
ყოველდღიური საქმეები მოაგვარეთ. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე, გარეგნობაზე. გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი და მოერიდით ძილის წინ ჭამას.

კირჩხიბი
მალევე დაასრულეთ სამსახურის საქმეები, რათა მეტი დრო დაუთმოთ შემოქმედებითი იდეების განხორციელებას და სახლის მორთვას.

ლომი
მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე, კარგია ვიზიტი სპა-სალონში, აუზზე. დაფიქრდით და გაანალიზეთ წარსული. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

ქალწული
თქვენი მხარდაჭერა და დახმარება სჭირდებათ მეგობრებს. თავად კი გული მხოლოდ ახლობელ ადამიანს გადაუშალეთ. მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას.

სასწორი
დილა სამსახურის საქმეებს და ვალდებულებებს დაუთმეთ. არ განაწყენდეთ შეიძლება ვერ მიიღოთ საჭირო ინფორმაცია, შეპირებისამებრ არ დაგირეკოთ ახლობელმა.

მორიელი
დღეს საკუთარი საქმეების პარალელურად ახლობლების პრობლემების მოგვარებაც მოგიწევთ. იყავით მეტად ღიმილიანი. გამონახეთ დრო საოჯახო საქმეების შესასრულებლად.

მშვილდოსანი
მოიშორეთ უსარგებლო ნივთები და ადამიანები. დაასრულეთ დაწყებული საქმეები. გამოუტყდით საკუთარ თავს, საკუთარ შეცდომებსა და სისუსტეებში.

თხის რქა
ყველაფერს ვერ გააკონტროლებთ. ნუ გაიფუჭებთ ურთიერთობას საყვარელ ადამიანთან. იყავით დიპლომატიური და ბრძნული გადაწყვეტილებები მიიღეთ.

მერწყული
უამრავი წვრილ-წვრილი საქმე გექნებათ მოსაგვარებელი. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, მოიმარაგეთ მედიკამენტები. ახლობლებს აუსრულეთ დანაპირები.

თევზები
პოზიტიური დღე გელით. დატკბით დღევანდელი დღით და ბევრს ნუ დარდობთ ხვალინდელზე. გათბება საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა.

ტეგები