ფეხბურთის ვარსკვლავი ჯორჯ ვეა ლიბერიის პრეზიდენტი გახდა
ამობეჭდვა · 29 / 12 / 2017 10:07
ფეხბურთის ვარსკვლავი ჯორჯ ვეა ლიბერიის პრეზიდენტი გახდა

საფეხბურთო კლუბ "მილანის“ ყოფილი ფეხბურთელი, ჯორჯ ვეა ლიბერიის პრეზიდენტი გახდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ლიბერიის საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ჯორჯ ვეამ ამომრჩეველთა ხმების 61,5% მიიღო.  მისმა ოპონენტმა ჯოზეფ ბოაკაიმ კი ამომრჩეველთა ხმების 38,5% მოიპოვა. 

ჯორჯ ვეა1995-2000 წლებში იტალიის საფეხბურთო კლუბ „მილანში“ თამაშობდა. 1995 წელს გახდა პირველი არაევროპელი ფეხბურთელი, რომელმაც მოიგო ოქროს ბურთი, ფიფა-მ კი დაასახელა მსოფლიოს წლის საუკეთესო ფეხბურთელად.

ტეგები