დიდი დიღმის მე-4 მიკრორაიონის მიმდებარედ, სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები დასრულდა
ამობეჭდვა · 29 / 12 / 2017 14:48 · 30 ნახვა
დიდი დიღმის მე-4 მიკრორაიონის მიმდებარედ, სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები დასრულდა

დიდი დიღმის მე-4 მიკრორაიონის მიმდებარედ, ახლადშემოერთებულ ტერიტორიებზე, სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. 

წყალსადენი ქსელი შაქარაშვილის, გეხტმანის, ჯავახიშვილის, ცხაკაიას, ჭანდრისა და არჩილ მეფის ქუჩებზე, დაახლოებით, 7200 მეტრზე დამონტაჟდა.ასევე, მარკო პოლოს ქუჩაზე 2104 კმ-ის სიგრძის წყალმომარაგების ცენტრალური ქსელი მოეწყო.

დასრულებულ სამუშაოებს ადგილზე საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და საბურთალოს მე-4 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ.

პროექტის განხორციელების შედეგად, 330-ზე მეტ ოჯახს სასმელი წყლის პრობლემა მოეხსნება.

ტეგები