ყაჩაღობა გურიაში - სანადირო თოფით შეიარაღებული პირი მაღაზიაში შეიჭრა
ამობეჭდვა · 29 / 12 / 2017 18:36
ყაჩაღობა გურიაში - სანადირო თოფით შეიარაღებული პირი მაღაზიაში შეიჭრა

სანადირო თოფით შეიარაღებული, ნიღბიანი ოზურგეთის რაიონის სოფელ მერიაში მდებარე მაღაზიაში შეიჭრა და სავაჭრო ობიექტის მფლობელს იარაღის მუქარით ფული მოსთხოვა. მაღაზიის მეპატრონემ ყვირილი დაიწყო და შველა ითხოვა, რა დროსაც თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ბრალდებული ოზურგეთის რაიონის სოფელ თხინვალში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 5-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 179-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. 

ტეგები