„ჩვენი გუნდის მიერ განხორციელებული რეფორმები მართლაც თვალშისაცემი იქნება“ - კახა კალაძე
ამობეჭდვა · 29 / 12 / 2017 23:45
 „ჩვენი გუნდის მიერ განხორციელებული რეფორმები მართლაც თვალშისაცემი იქნება“ - კახა კალაძე

თბილისის მერმა, კახი კალაძემ პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა, რომ მის გუნდს აქვს ჯანსაღი ამბიცია და სამომავლოდ უამრავი პროექტის განხორციელება იგეგმება.

„იმის ილუზია ნუ გვექნება, რომ რაკი კახა კალაძე ავირჩიეთ, ის ოთხი წლის განმავლობაში აბსოლუტურად ყველაფერს შეცვლის... ეს შეუძლებელია, მაგრამ გვაქვს ამბიცია, ჩვენი გუნდის მიერ განხორციელებული რეფორმები და პროექტები მართლაც თვალშისაცემი და ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ტეგები