„თბილისში არსებულ მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობას ბევრი კომპონენტი ქმნის“ - კახა კალაძე
ამობეჭდვა · 30 / 12 / 2017 00:21 · 47 ნახვა
„თბილისში არსებულ მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობას ბევრი კომპონენტი ქმნის“ - კახა კალაძე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას თბილისში არსებულ მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობაზე ისაუბრა.

„ის რომ თბილისში ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით ეკოლოგიური მდგომარეობა მძიმეა, არ შეიძლება რომელიმე ერთ მიმართულებას დავაბრალოთ, რადგან აღნიშნულ პრობლემას ბევრი კომპონენტი ქმნის. აუცილებელია ავტომობილების ტექდათვალიერების შემოღება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ჩანაცვლება, სამშენებლო პროცესების მოწესრიგება და ასე შემდეგ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ტეგები