“მინდა ხელისუფლებას ბიუჯეტიდან განხორციელებული ტრანსფერის გამო მადლობა ვუთხრა“ - კახა კალაძე
ამობეჭდვა · 30 / 12 / 2017 00:38
“მინდა ხელისუფლებას ბიუჯეტიდან განხორციელებული ტრანსფერის გამო მადლობა ვუთხრა“ - კახა კალაძე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას ცენტრალურ ხელისუფლებას ბიუჯეტიდან განხორციელებული ტრანსფერის გამო მადლობა გადაუხადა.

„თქვენი ეთერით მინდა, ცენტრალურ ხელისუფლებას ბიუჯეტიდან განხორციელებული ტრანსფერის გამო მადლობა ვუთხრა. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციასთანაც, რადგან ყველაფერს ცენტრალური ბიუჯეტი ვერ დააფინანსებს, ეს შეუძლებელია“, – განაცხადა კალაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, მეტყველებს თუ არა ცენტრალური ბიუჯეტიდან დამატებითი, ათეულობით მილიონი ლარის ტრანსფერის განხორციელება იმაზე, რომ კახა კალაძეს უფრო მეტ ანგარიშს უწევენ, ვიდრე დავით ნარმანიას, დედაქალაქის მერმა განაცხადა, რომ მის მიერ წინასაარჩევნოდ წარმოდგენილი პროგრამის განხორციელება შესაბამის თანხებს საჭიროებს და დამატებითი ტრანსფერი სწორედ ამას უკავშირდება.

„თავიდანვე ვიცოდი, რა თანხები დამჭირდებოდა იმ პროგრამის განსახორციელებლად, რომელზეც წინასაარჩევნოდ ვსაუბრობდი და ამაზე მუშაობა თავიდანვე დავიწყეთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ტეგები