ზაურ სვანაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
ამობეჭდვა · 30 / 12 / 2017 00:46 · 35 ნახვა
ზაურ სვანაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

ცნობილი ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელი „13 მაისის თაობის“ წარმომადგენელი ზაურ სვანაძე თბილისის ”დინამოში” დაბრუნდა. 2018 წლიდან ვეტერანი დინამოელი მეორე მწვრთნელის ფუნქციას შეითავსებს და კახი კაჭარავას დაეხმარება. ამის შესახებ sportall.ge წერს.

უეფას თასების თასის მფლობელი ზაურ სვანაძე, როგორც მწვრთნელი, უკვე მუშაობდა დედაქალაქურ გუნდში და მის დუბლებში. მას საქართველოს ეროვნულ, ახალგაზრდულ და 19-წლამდელთა ნაკრებშიც უმუშავია, 2012 წლიდან კი ბაქოს "ინტერს" წვრთნიდა.

ტეგები