15 წლის მოზარდის ორგანოებით 7 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს
ამობეჭდვა · 30 / 12 / 2017 00:55
15 წლის მოზარდის ორგანოებით 7 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს

ავსტრალიის ქალაქ ბრისბენში გარდაცვლილი მოზარდის ორგანოებით 7 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

15 წლის ბენ შოუს გულის სარქველები სამ ბავშვს გადაუნერგეს. სხვა ორგანოების ტრანპლანტაციით კი ოთხი უფროსი გადარჩა.

უბედური შემთხვევა ამ წლის 27 სექტემბერს მოხდა. შოუს სპორტდარბაზში ვარჯიშის დროს 98 კგ. წონის შტანგა დაეცა, მისი გამოყვანა მხოლოდ ნახევარი საათის შემდეგ მოხერხდა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ტეგები