ჯაბა ხუბუას ლექსი, რომელიც ზვიად რატიანის შესახებ დაიწერა
ამობეჭდვა · 30 / 12 / 2017 10:43
ჯაბა ხუბუას ლექსი, რომელიც ზვიად რატიანის შესახებ დაიწერა

ჯაბა ხუბუას ლექსი, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაკავებულ და შემდეგ გათავისუფლებუ პოეტ ზვიად რატიანს მიეძღვნა.

 

მიდი, პოეტო!

არყის სიმყრალეს ამოაყოლე

ორნახადი უწმაწურობა.

მიდი, პოეტო!

მოხუც მოძღვარს დაანთხიე შენი ბოღმა –

განსხვავებულით.

მიდი, პოეტო!

დაგიჯერებთ უცბად ხუმრობას,

ლაბადის გამო,

წითლის გამო,

რომ ხარ ვნებული!

მიდი, პოეტო!

გამჩენ-გამზრდელი მოუკითხე

კანონის ქოფაკს.

ძაღლი უწოდე და ძვალივით გადაუგდე

შენი სტრიქონი.

მიდი, პოეტო!

კათოლიკოსს უტირე ყოფა,

მერე ადექი და ლეგენდა

გამოიგონე:

ლაბადის გამო,

წითლის გამო,

რომ ხარ ვნებული!

მიდი, პოეტო!

იმედი გქონდეს ძმაბიჭების,

ძმაპოეტების,

(მათ შორის, ზოგის,

სველ წერტილში ლექსის დამწერის),

რომ როცა მოძღვრის მოსა…ნავად

წამოენთები,

არ მოგაკლდება მათი სახით

მხარის დამჭერი.

მიდი, პოეტო!

ასი გრამი მუზა დალიე.

შენი ვერლიბრი შენი სულის

არის სამხარი.

მიდი, პოეტო!

კაფკას გმირივით გაიარე

შენი პროცესი.

დედის მუ…ელი დააფარე

გარესამყაროს

და დაამტკიცე, პოეზიის რომ ხარ

მოწესე.

მიდი, პოეტო!

დღეს სწორედ ასე ამტკიცებენ

ნაღდ პოეტობას.

მიდი, პოეტო!

სწორედ ამაში პრემიასაც

ხომ არიგებენ.

და როცა კანონს კუჭის წვენი

გამოეყოფა,

მაშინ კანონთან პოეტები

ყომარს იგებენ.

მიდი, პოეტო!

არყის სიმყრალეს ამოაყოლე

ორნახადი უწამაწურობა.

მიდი, პოეტო!

კიდევ ერთი თეთრი ტაეპი,

როგორც კენჭი თირკმელიდან,

ისე დაბადე.

მიდი, პოეტო!

ბალადასავით მოიხურე

შენი ლაბადა.

მიდი, პოეტო!

შენ ხომ ნაღდი ლიბერალი ხარ.

მოხუც მოძღვარსაც შეუსრულო უნდა,

აბა, რა!

მიდი, პოეტო!

დაუმიზნე, არ ააცილო!

მიდი, პოეტო!

გამოკარი!

მოჰკალ ჯაფარა!

მიდი, პოეტო!

ტეგები