2018 წლის განსაკუთრებული მოვლენა - ახალი წლის ღამეს სუპერმთვარე გამოჩნდება
ამობეჭდვა · 30 / 12 / 2017 19:46
2018 წლის განსაკუთრებული მოვლენა - ახალი წლის ღამეს სუპერმთვარე გამოჩნდება

1-ელ იანვარს, 2018 წლის პირველ სუპერმთვარეს ვიხილავთ.

წლის თითოეულ სუპერმთვარეს მსოფლიოს სხვადასხვა კულტურა განსხვავებულ სახელებს უწოდებს, თუმცა, ყველაზე ხშირად, წლის პირველ სავსე მთვარეს მგლების მთვარეს უწოდებენ, რადგან არის მოსაზრება, რომ მგლები ყმუილის დროს მთვარეს უყურებენ.

ამ შემთხვევაში, ეს სუპერმთვარეცაა - სავსე მთვარე, როდესაც დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრი ორბიტაზე მოძრაობისას ჩვენს პლანეტასთან ყველაზე ახლოს ექცევა.

NASA-ს განცხადებით, 31 იანვრის მოვლენა განსაკუთრებული იქნება და სანახავად ნამდვილად ღირს.
 

ტეგები